Friday, July 9, 2010

პროექტი

მთავარი თემა მოგზაურობა. რა ვიცით ჩვენი სოფლის შესახებ?
მნიშვნელობა/აქტუალობა ბავშვებმა უნდა შეძლონ საკუთარი სოფლის ისეთი კუთხით წარმოჩენა, რომ დამზადებული ტურისტული მეგზური საინტერესო აღმოჩნდეს ტურისტებისთვის.
მიზნები და შედეგები უცხ.ს.II.31. მოსწავლე უცხოურ ენაზე განახორციელებს სხვადასხვა ტიპის პროექტს.

უცხ.ს.II.32. მოსწავლე მასწავლებლის დახმარებით განჭვრეტს შესასრულებელი დავალების მოთხოვნებს.

უცხ.ს.II.34. მოსწავლე იყენებს რესურსებს სასწავლო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით.
შაფასების საგანი და პროცედურები პრეზენტაცია,ჩართულობა

რა ცოდნას უნდა ფლობდნენ მოსწავლეები წინასწარ უნდა შეეძლოთ ჯგუფებში მუშაობა,ინფორმაციის მოპოვება,დახარისხება.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები ისტორიის, გეოგრაფიის სახელმძღვანელო, რუკა,google.ge, ადამიანური რესურსი, ფოტოაპარატი.













სასწავლო პროექტის მსვლელობა 1 თემის შერჩევა,კითხვების მომზადება, ჯგუფების ჩამოყალიბება (2 დღე)

მოხდება თემის შერჩევა და მომზადდება მასთან დაკავშირებული კითხვები.

მოხდება ჯგუფების ჩამოყალიბება შემთხვევითი შერჩევის პრინციპით.

2. პროექტის გეგმის შემუშავება ჯგუფებში (2 დღე)

ჯგუფებზე გადანაწილდება დავალებები ( ისტორია, მდებარეობა, კლიმატი, ღირსშესანიშნაობა), შეიმუშავებენ სამუშაო გეგმას.

3. ჯგუფში მოვალეობების გადანაწილება (1 დღე)

ჯგუფის წევრები ინდივიდუალურად აგროვებენ საკითხის გარშემო ინფორმაციას, წერენ პატარა ტექსტებს, შედეგების წარმოდგენამდე ამოწმებენ ტექსტების შინაარსსა და ფორმას.

4. აქტივობების განხორციელება ( 5 დღე)

5. მასალის პრეზენტაცია(1დღე)

6. პროექტის შემაჯამებელი შეფასება(1დღე)



შეფასების რუბრიკა:

კრიტერიუმი მინიმალური საშუალოზე დაბალი საშუალოზე მაღალი მაქსიმალური
1–3 4–5 6–7 8–10

ჩართულობა მცირე დოზითაა პროექტში ჩართული. არასაკმარისადაა ჩართული პროექტში ნაწილობრივაა პროექტის მსვლელობაში ჩართული. მონაწილეობს პროექტის ყველა აქტივობაში სრულად

პრეზენტაცია მიზანი არ არის მიღწეული,მოთხოვნების უმრავლესობა არ არის გათვალისწინებული
მინიმალურად არის დასახული მიზანი მიღწეული მიღწეულია გარკვეული მიზანი,მოთხოვნა,
ზოგადად
გათვალისწინებულია ყველა მიზანი სრულად არის მიღწეული.